25 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
„გადაცემა მოხდა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახმად" - იუსტიციის მინისტრი რამზან ახიადოვის შესახებ 

ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების საკითხს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. წულუკიანი იმედოვნებს, რომ ახიადოვის "დანაშაულებრივი პროფილი" მალე გამოქვეყნდება.

დღესვე ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC -შიც. ადამიანის უფლებათა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ახიადოვის ექსტრადირებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია.

„გადაცემა მოხდა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახმად, მოცემულ პირს ჰქონდა სტრასბურგში იუსტიციის მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება და ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნის უფლება... ბატონ ახიადოვს ეს არ მოუთხოვია, მას ჩაბარდა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც რუსულად იყო თარგმნილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ამ საქმისადმი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვაქვეყნოთ ამ ძებნილი ადამიანის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დანაშაულებრივი პროფილი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები