20 ოქტომბერი 2019,   11:24
ვრცლად
ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ესა რის ბრძოლა უსამართლობას და სამართლიანობას შორის - სალომე სამადაშვილი

ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ესა რის ბრძოლა უსამართლობას და სამართლიანობას შორის - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე გააკეთა. მისი თქმით, აქციის ერთადერთი მოთხოვნაა ქვეყანაში რუსული ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა იქნება. 

„უკვე სამი თვეა ვიბრძვით ჩვენი ღირსების აღსადგენად და ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ერთად ვართ უკვე სამი თვეა, სინამდვილეში არის ერთადერთი ბრძოლა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ესა რის ბრძოლა უსამართლობას და სამართლიანობას შორის, ეს არის ბრძოლა მონობას და თავისუფლებას შორის და მივესალმები თავისუფლების, სამართლიანობის და სიმართლის მოყვარულ ქართველ ხალხს. მეგობრებო, ჩვენ ამ ბრძოლაში, ერთად ვნახეთ გამარჯვება და ერთად ვიწვნიეთ დამარცხების სიმწარეც. ერთად ვიზეიმეთ, როდესაც ივანიშვილმა დაგვითმო არჩევნები და ერთად გავბრაზდით, როდესაც რუსი გახარია დაგვინიშნა პრემიერ მინისტრად. ამიტომ, დღეიდან, ამ აქციების მოთხოვნა იქნება ერთადერთი - ეს არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება მათთვის, ვისაც ეს ქვეყანა ყოველთვის ეკუთვნოდა და ეკუთვნის, ეს არის ქართველი ხალხი“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილმა მოქალაქეებს დღეიდან არჩევნებამდე, ყოველი თვის 20 რიცხვში, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა.

„თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს იმას, რისიც ძალიან ეშინია, ეს იქნება ქართველი ხალხის უფლება, ტავად განსაზღვროს, ვინ არის მტერი და დიახ, ეს იქნება დემოკრატიული რევოლუცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქ დღეიდან და არჩევნებამდე, ყოველ 20 რიცხვში შევიკრიბებით ქვეყნის სამსახურში და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლების აღსადგენად, იმ უფლების რომ ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც მართავს ჩვენს სახელმწიფოს და შექმნას ისეთი ქვეყანა, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები