24 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
ფერეიდნელი ქართველები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ

ფერეიდნელი ქართველები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. 400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ რაჰიმ დავითაშვილი საქართველოში ფერეიდნიდან ფეხით ჩამოვიდნენ.

მათ თბილისამდე 1500 კილომეტრის გავლას 31 დღე მოანდომეს. თბილისში ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ, ასევე მოინახულეს სხვადასხვა კუთხეები და ღირსშესანიშნავი ადგილები.

„მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით ჩვენებურებს ფერეიდანიდან, ადამიანებს, რომლებმაც 400 წლის განმავლობაში მოიტანეს ჩვენამდე ქართული სული, ქართული ვაჟკაცური შემართება და ის სიდიადე, რაც ქართულ ხასიათს აქვს. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვანახეს თუ როგორი უნდა იყოს ქართველი და ყველაზე ხაზგასასმელი რაც არის, ეს ადამიანები ხედავენ და აფასებენ იმ წინსვლას, იმ წარმატებებს, რაც მიდის ქვეყანაში, რასაც ყოველი სიტყვის ბოლოს უსვამენ ხაზს და გვისურვებენ, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ“ -  განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა

 

 

დღის ამბები