20 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
ძლიერი ქარი თბილისში - დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა  

თბილისში,ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ორ მამაკაცს დაეცა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და ორივე მამაკაცს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.

ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან მოთავსებული. 

დღის ამბები