20 ოქტომბერი 2019,   11:26
ვრცლად
მაღაზია "ზუმერის" გაქურდვისთვის 2 არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "ზუმერის" გაქურდვისთვის 2 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ორივე მათგანი არასრულწლოვანია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტექნიკის მაღაზია "ზუმერში" უკანონოდ შეაღწიეს, საიდანც მობილური ტელეფონები და სხვა სახის აქსესუარები წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. 

პატიმრობის შემთხვევაში დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები