24 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
ბორჯღალოსნების პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა გამართა.

ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, უელსის ნაკრებს, დაუპირისპირდნენ და 14:43 დამარცხდნენ. ბრძოლა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.

ბრიტანელებმა პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, ტაიმი უელსმა

29:0 მოიგო. მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, უელსის ნაკრებმა კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქის ჩათვლის ზონის აღება.

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 29 სექტემბერს ურუგვაისთან გამართავენ, შეხვედრა თბილისის დროით 14:15 დაიწყება.

"პირველ ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნახევარზე. ქართველებმა მეორე ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს საბოლოოდ და რასაკვირველია, შედეგით კმაყოფილი ვარ,’’-განაცხადა უელსის მწვრთნელმა.

"ფანტასტიკური ატმოსფერო იყო სტადიონზე. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა, ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. მეორე შეხვედრას ავსტრალიასთან გავმართავთ. ვეცდებით, თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ,’’- განაცხადა უელსის მორაგბემ.

 

დღის ამბები