19 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
"ეს არის სამმაგი სტანდარტი" - თალაკვაძე შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას ეხმაურება 

პარლამენტის თავმჯდომარე, ოპონენტების მიერ, პატიმრების შეწყალების თემასთან დაკავშირებით გამოთქმულ განცხადებებს "სამმაგ სტანდარტს" უწოდებს. არჩილ თალაკვაძემ წინა პრეზიდენტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ მიერ, მსგავსი სიმძიმის შეწყალებებთან დაკავშირებით, არავის კრიტიკა არ გამოუხატავს.

"ეს არის სამმაგი სტანდარტი,  როდესაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი არანაირი წუხილებით არ გამოსულა და არანაირი აზრი საწინააღმდეგო არ ჰქონია. შემდეგ, როდესაც ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და ჩვენი გუნდი, ქართული ოცნება მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა თითქოს პრეზიდენტზე და ასე ვთქვათ, შლეიფით იცავდნენ ექსპრეზიდენტ მარგველაშვილს და დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც გამოდიან და დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.   

დღის ამბები