23 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
დიმიტრი გაბუნია პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა

სკანდალური შსეწყალების საქმეზე მთავარ საგამოძიებო ორგანოში დაკითხვების სერია გრძელდება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე ამჯერად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დაიბარა. გაბუნია მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხვალ 11-საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ პროკურორებმა სკანდალური შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, უკვე გამოკითხეს, გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა.

სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

 

დღის ამბები