20 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
"პროგრესი აუცილებლად უნდა იყოს" - აბაშიძე ზალკალიანი-ლავროვის შესაძლო შეხვედრაზე

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.ზურაბ აბაშიძე მიესალმება შვეიცარიის მზაობას, რომ ოკუპაციის საკითხზე სამსჯელოდ რუსეთ-საქართველოს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ყველა მექანიზმი საჭიროა, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა, მე ვფიქრობ რომ ასეთი დიალოგი, რომელიც რუსეთის მხარესთან მიმდინარეობს ჟენევის ფორმატში, უმნიშვნელოვანესია, იქ პროგრესი აუცილებლად უნდა იყოს, ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ნებისმიერი კონტაქტი, ნებისმიერი შეხვედრა მისასალმებელია"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები