18 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ გორში, რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი და გორში,  რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე  მსჯავრდებულის ი.ნ.-ს მიმართ  გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ძალაში უცვლელად  დატოვა.   

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ი.ნ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა  და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის". 

გორის რაიონულმა სასამართლომ ი.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

დღის ამბები