19 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ზუგდიდში შედგა

დღეს ზუგდიდში კონსტიტუციური კანონის პროექტზე საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე მთავარი საკითხი 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. შეკრებილებმა ბლოკების აკრძალვაზეც ისაუბრეს. განხილვების მეორე ეტაპი საპარლამენტო განხილვები და პროექტის კენჭისყრაზე გატანაა. ამ დროს უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერაც დასჭირდება

‘’მხარს ვუჭერთ პირველ ვარიანტს, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერის პირობებში. ეს არის პრაქტიკულად,  უნდა ვთქვათ, ერთადერთი რეალური ვარიანტი. რაც შეეხება მეორე და მესამე ვარიანტს, მინდა გითხრათ, რომ არანაირი სისტემური სხვაობა არ არის. ეხლა სცენაზე არ არის ხოლმე ხანდახან ამის საშუალება, უბრალოდ ზოგი პოლიტიკური პარტია ითხოვს ბლოკების შექმნის უფლებას იმიტომ, რომ მიიღოს დაფინანსება ხმების გარეშე,’’ -განაცხადა კახა კუკავამ.

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძე ბლოკების აკრძალვის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს. 

""საჭიროა, რომ ბლოკების აკრძალვა გაუქმდეს და ბლოკები დაშვებულ იქნას. ბლოკები ისედაც უქმდება 2024 წელს, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ბლოკები შენარჩუნებულ იქნეს, რათა პოლიტიკურ სპექტრს ქონდეს შესაძლებლობა და თავისუფლება, რომ არჩევნებამდე ჩამოაყალიბოს ისეთი გაერთიანებები, რომლებიც საერთო პლატფორმის საფუძველზე კონკურენტუნარიანი იქნება,’’ - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.   

დღის ამბები