20 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით სიღნაღში 83 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით სიღნაღში 83 წლის მამაკაცი დააკავეს, ამ დრომდე იძებნება მისი შვილიც. შემთხვევა სოფელ ბოდბისხევში მოხდა. საპატრულო ეკიპაჟმა მამუკა ყაჯრიშვილი გააჩერა, მან კი გაქცევა და სახლში მიმალვა მოახერხა.

ყაჯრიშვილს ეზოში შეჰყვნენ პოლიციელები, რის შემდეგაც მამუკა ყაჯრიშვილმა პოლიციელებს მამასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული სამართალდამცველები თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

"წივილის ხმა შემოგვესმა უცებ, მიშველეთ, მკლავენო. მივედით, რასა ვხედავთ? ეს ორმეტრიანი ბიჭი მიწაზე გდია, ერთი გასუქებული პატრული კი რაც ძალი და ღონე აქვს, ისე სცემს," - აცხადებს დაშავებულის მეუღლე.

ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული სამართალდამცველები თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

"კლინიკაში შემოვიდა 2 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ დაზიანება თავის არეში. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ჭრილობა შუბლის და თხემის არეში, მეორე პაციენტს ჰემატომა თავის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და კატასტროფის ბრიგადით  ორივე გადაყვანილია თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში," - აცხადებს ექიმი.

დღის ამბები