20 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
"ფასების ზრდა გარდაუვალია, რაც ცუნამად შეიძლება დაატყდეს თავს ქვეყანას" - ივა ჭყონიას პროგნოზი

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას გამოეხმაურა. მიუხედავად ეროვნული ბანკის ჩარევისა, რის შემდეგაც ლარი დოლართან მიმართებით ოფიციალური კურსით - 3 თეთრით გამყარდა, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვნელის პროგნოზი მაინც უიმედოა. 

ივა ჭყონიას განცხადებით, ეროვნული ბანკის მხრიდან ჩარევა ლარის გამყარების პროცესში  შედეგს ვერ გამოიღებს თუ ეკონომიკური გუნდი არ გააქტიურდება.

"თუ გადავხედავთ სამომხმარებლო კალათის ფასები ძალიან გაზრდილია, საშუალოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფასებმა 12 პროცენტით მოიმატა. მეწარმეები იძულებულები არიან ფასები კიდევ უფრო გაზარდონ, ზრდა გარდაუვალია და ეს ტალღად კი არა, ცუნამად შეიძლება დაატყდეს თავს ქვეყანას,"-ამბობს ჭყონია.

დღის ამბები