20 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
"ახალი სკოლის მოდელი" - განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა

მიხეილ ბატიაშვილი იმ სკოლების დირექტორებს და სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც დღეიდან ახალ პროექტში ერთვებიან.

"ახალი სკოლის მოდელი" - ასე ჰქვია განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას. პროექტის ფარგლებში იცვლება მიდგომები და როგორც ავტორები ამბობენ, აქცენტი გაკეთდება ბავშვებზე, როგორც ინდივიდებზე და ყველა მოზარდს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემა. 

"გვქონდა შეხვედრა იმ სკოლის ხელმძღვანელებთან, სადაც უკვე იწყება 150 სკოლაში ეს რეფორმა და დარწმუნებული ვარ და გვჯერა, როგორც 65 სკოლაში დაიწყო წარმატებით ამის დანერგვა, ასევე გაგრძელდება. ესეც შემდეგი ეტაპია, რომელსაც დაემატება ასევე სხვა სკოლები და ერთადერთი მიზანი, რაც გააჩნიათ თავისთავად, რომ სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში ამაღლდეს სწავლების ხარისხი, რაც თავისთავად აისახება თითოეული ბავშვის შედეგზე," - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დღის ამბები