20 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
ოპოზიცია მამუკა ვასაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს - მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ფარგლებში დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, მამუკა ვასაძეს მოუსმინეს. ვასაძე მეხუთეა, ვისაც პარლამენტარებმა ამ ფორმატში კითხვები დაუსვეს. თითქმის 8 საათიანი მოსმენის შემდეგ, ოპოზიცია კანდიდატის წარსული საქმიანობის შესახებ დასმული კითხვების პასუხებით უკმაყოფილოა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს კი მსგავსი პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

მოსამართლეობის კანდიდატის პასუხებით უკმაყოფილო "ევროპული საქართველო" მამუკა ვასაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერები, რომელთა კითხვებიც ძირითადად კანდიდატის წარსულს ეხებოდა.

მართალია, გუშინდელი სხდომისგან განსხვავებით, დღეს პარლამენტში დისკუსია უფრო მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ ზოგიერთი კითხვის კონტექსტი განაპირობა.

მამუკა ვასაძე ჯერ მხოლოდ მე-5 კანდიდატია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს, წინ კი ორთვიანი პროცესი და 15 მოსამართლეა, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებისთვის იბრძოლებენ.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე. 

დღის ამბები