25 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
"ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი კანალიზაცია"- დავით ბაქრაძე სენაკში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

სენაკში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მძიმე სოცილურ პირობებს ებრძვის. "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს პირადად შეხვდა.

დევნილები დავით ბაქრაძესთან ანტისანიტარიაზე საუბრობენ. მათი თქმით, კანალიზაციისა და სახურავის პრობლემაც მოსაგვარებელია, რაზეც ერთი თვის წინ, უკვე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ.

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დევნილებს პრობლემები დროულად მოუგვაროს. ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველო" უახლოეს მომავალში პარლამენტში ინიციატივას შეიტანს, რაც დევნილებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესებას და მათი პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.

"მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მიხედოს აქ მცხოვრებ დევნილებს და მოუგვაროს ის ელემენტარული პრობლემა რაც ასე მძიმედ აწუხებს მათ, ხოლო რაც შეეხება ჩვენს როგორც პოლიტიკური პარტიის გეგმებს, ევროპული საქართველოს ინიციატივა, რომელსაც უახლოეს მომავალში შევიტანთ პარლამენტში, იქნება დევნილების დახმარების გაორმაგება  და საბინაო პირობების გაუმჯობესება," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა.

დღის ამბები