25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა - 5 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტახნის წინ გამოაცხადა. დაკავებულების უფლებადამცველები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებენ. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილი დუმილის უფლებას ამ დრომდე ინარჩუნებენ, ნაწილი კი დანაშაულს არ აღიარებს.

მოსამართლემ მორიგი სასამართლო პროცესი 30 ოქტომბერს ჩანიშნა, სწორედ ამ დრომდე უნდა გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში.

შეგახსენებთ რომ ვარკეთილში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად პოლიციამ 6 პირი მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი დააკავა. ბრალდებულთაგან ერთ-ერთს, საქმეში მონაწილე მეექვსე პირს, აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით უკვე შეფარდებული ჰქონდა.

 

დღის ამბები