17 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა სამეგრელოში - ძმამ ძმა სასაფლაოზე, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრში მოკლა

34 წლის რობერტ წურწუმია, საკუთარმა ძმამ წუხელ სასაფლაოს ტერიტორიაზე მოკლა. ძმამ გიორგი წურწუმიას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები დანით მიაყენა. "კურიერის" ინფორმაციით, ძმებს უთანხმოება ჰქონდათ, მოკლული მამაკაცი გერმანიაში ცხოვრობდა.

შემთვევის ადგილი, სოფელ ჭითაწყარში, საპატრულო პოლიციასთან და დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარებს, თუმცა ხმაური არავის გაუგია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძმებს სასაფლაოზე ორი ნათესავი ახლდა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც წურწუმიებმა ცალკე საუბარი ისურვეს, ნათესავები კი მათ მანქანაში ელოდებოდნენ. სწორედ ბიძაშვილებმა ნახეს დაჭრილი რობერტ წურწუმია ჭითაწყაროს სასაფლაოზე.

მრავლობითი დაზიანებით 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გიორგი წურწუმია დანაშაულს აღიარებს, მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.

დღის ამბები