18 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
ეკა ბესელია პროკურატურაში - დეპუტატის 3 საათიანი დაკითხვის დეტალები 

“ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი მთავარი საგამოძიებო უწყების კითხვებს დღეს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. საზოგადოებისა და მედიის ინტერესის საგანს ერთი დეტალი წარმოადგენდა. დაუსახელებდა თუ არა ეკა ბესელია პროკურატურას იმ პირთა სახელებსა და გვარებს, რომელთაც მისი ინფორმაციით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ. როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, მან ოთხი კონკრეტული ფაქტის შესახებ იცის.

ეკა ბესელიამ გვარები არ დაასახელა. დეპუტატი აცხადებს, რომ კონკრეტული ინფორმაცია არც პროკურატურისთვის მიუწოდებია, თუმცა, თუ შანტაჟის, რომელიმე მსხვერპლი თემაზე თავად ალაპარაკდება, მზად არის გამოძიებას კვლავ მიაწოდოს ინფორმაცია.  

ყოფილი თანაგუნდელის განცხადებების არ სჯერა მმართველ გუნდს, ოპოზიცია კი ფარული კადრების გავრცელების უკან, ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობს.

ფარული კადრების გავრცელების გარდა, არსებობს კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს ეკა ბესელიამ პროკურატურაში ისაუბრა. დეპუტატმა მთავარ საგამოძიებო უწყებას სასამართლო სისტემაში არსებული უკანონო კავშირების შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატების, ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის როლზე ისაუბრა.

არც სასამართლო სისტემაში უკანონო კავშირების საქმეზე და არც ფარული კადრებით სხვა პირების შანტაჟის საქმეზე, ჯერ პროკურატურას საქმე არ აღუძრავს.  გამოძიება ინფორმაციას აგროვებს.

“ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას უწყებაში დაბარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დეპუტატმა 24 სექტემბერს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია შანტაჟის კონკრეტული შემთხვევების შესახებ.

დღის ამბები