23 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
სისასტიკე თბილისში - 33 წლის ქალს საკუთარ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ

სისასტიკე თბილისში - 33 წლის ქალს დედაქალაქის ცენტრში, საკუთარ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ბაქოს ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. სისასტიკის მიზეზი, სავარაუდოდ, ძარცვა იყო. ნაწამები ქალის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ქალი გულ-მკერდის ტრავმებით და ტვინის შერყევით ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

"აღენიშნება სხეულის რამდენიმე ტრავმა. ძირითადად ეს არის თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა. იმყოფება სტაციონარში, უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. ვაკვირდებით დინამიკაში. ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება," - აცხადებს ექიმი სულხან სამხარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები