ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, იმ ვითარებისთვის, რომელშიც დღეს საქართველოს ეკონომიკა იმყოფება, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ამბიციური განაცხადია. განცხადება ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს, რომელზეც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, აუცილებელია შეფასდეს გაწეული ხარჯების მიზნობრიობა და შედეგები:
"მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ვისაუბრებთ ამ ტიპის ხარჯების გაწევაზე, მოხდეს ხარჯების მიზნობრიობის შეფასება, მანამდე რაც დავხარჯეთ, იმან რა შედეგი მოიტანა,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ნოდარ ნადარიას თქმით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია მსხვილი პროექტების განხორციელება:
"მსხვილი პროექტები თუ შევიდა უფრო აქტიურ ფაზაში, როგორიციაა იგივე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჰესების პროექტი, ვფიქრობთ, რომ 5% და უფრო მაღალი ზრდა მიღწევადია, მაგრამ დღეს რაც გვაქვს მოცემულობა, ამ მოცემულობაში მართლაც ამბიციურია,"- განაცხადა ნოდარ ნადარაიამ.