17 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
„სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ქვეყნის გაძლიერების 15 პუნქტიან გეგმას წარუდგენს

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ქვეყნის გაძლიერების 15 პუნქტიან გეგმას წარუდგენს. ვაშაძემ გეგმა უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, საჭიროა ინოვაციური და არასტანდარტული მიდგომები, რათა ქვეყანამ ის პრობლემები დაძლიოს, რომელიც დღეს აწუხებს.  

"სტრატეგია აღმაშენებელი, ეს არის აღმშენებლობის, იდეის რეალიზების გეგმა, რომელზეც იმუშავა 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა, შევისწავლეთ 20 ქვეყნის გამოცდილება, მაგრამ ჩვენ ერთ რამეს ვამბობთ, რომ თუ ჩვენ არ გვექნა ამბიციური გეგმები, ინოვაციური, არასტანდარტული მიდგომები, რომელიც გვინდა რომ განვავითაროთ ქვეყანაში, ჩვენ იმ უზარმაზარ პრობლემებს, რაც ახლა გვაწუხებს - გაჭირვება, უმუშევრობა, ადამიანის უფლებები, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავამარცხებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ გეგმის განხილვაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ექსპერტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

"პოლიტიკურ სივრცეში გამოდიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განვითარების გეგმა, პროგრამულობა შემოდის ქართულ პოლიტიკაში, ეს კარგი იქნება. ჩვენ ჩვენის მხრივ, ამ განცხადებას გავაკეთებთ და ექსპერტები გავაკეთებთ ზეპოლიტიკურ გეგმას, რომ ყველა პარტიას გავუზიარებთ, პროდასავლურს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით წინასაარჩევნოდ ნებისმიერ ძალას, რომ პროგრამული იყოს მათი მიდგომა," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ექსპერტი დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც მოქალაქეს სამართლიან გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს. 

"მნიშვნელოვანია ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, სამართალდამცავ ორგანოებში, სასმართლო სისტემაში ჩვენ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, რომ უფრო დაცულ და სამართლიან გარემოში იცხოვროს," - განაცხადა ექსპერტმა დავით ჯანდიერმა.

 

 

დღის ამბები