24 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა 5 %-ით მცირდება - ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება 

თითქმის უშედეგო ინტერვენციის შემდეგ, ეროვნული ბანკი კიდევ ერთ უკიდურეს ზომას მიმართავს. უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა 5 %-ით მცირდება. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებით 700 მილიონი დოლარის სესხი გასცენ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გაცვლითი კურსის დინამიკას შეცვლის. ამასთან, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვყანაში გაცვლითი კურსი მკვეთრად დასტაბილურდება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების  5 პროცენტით შემცირების შესახებ. ამავე დროს, გარკვეულწილად უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. საპროცენტო განაკვეთი ამ უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და გაცვლითი კურსის დასტაბილურებას," - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის 5 პროცენტით შემცირება, კომერციული ბანკებისათვის მისაღებია. "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებული ახალი ღონისძიების საფუძველზე, კომერციულ ბანკებისათვის სავალუტო სესხების გაცემა მეტად ხელმისაწვდომი გახდება. 

"რაც შეეხევა რეზერვის,  განაკვეთის შემცირებას ეს რა თქმა უნდა ბანკებში გააჩენს მეტ ლიკვიდობას სავალუტო სახსრების. კომერციულ ბანკებს გამოუთავისუფლდებათ გარკვეული ნაწილი მათ მიერ ეროვნულ ბანკში დარეზერვებული სავალუტო სახსრებისა, რაც მეტ ხელმისაწვდომობას გააჩენს კომერციული ბანკებისთვის სავალუტო სესხების გასაცემად, კანონმდებლობით ვისზეც შესაძლებელია, რომ სავალუტო სესხები გაიცეს," - აღნიშნა, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ. 

დღის ამბები