ფხენიანი და ვაშინგტონი სამუშაო შეხვედრებს განაახლებენ. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის მედია ავრცელებს.
სამუშაო შეხვედრები რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ჩიხში შესული მოლაპარაკება 5 ოქტომბერს განახლდება.
შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული, გაიმართება თუ არა წლის ბოლოს დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მორიგი მეოთხე შეხვედრა.