20 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, უკვე 4 თვეზე მეტია, დირექტორის მოლოდინშია

პოლიტიზირებული პროცესი და ეჭვქვეშ დაყენებული სარედაქციო დამოუკიდებლობა - ასე აფასებენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ტელევიზიაში განვითარებულ პროცესს.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მრჩეველთა საბჭომ 19 აპრილს დირექტორი იმპიჩმენტის წესით გადააყენა. კიდევ ერთ საეჭვო გარემოებად სასამართლოს გადაწყვეტილება სახელდება, რომლის საფუძველზეც, დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული მეოთხე კონკურსი შეჩერდა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე არ უარყოფს, რომ პროცესების უკან პოლიტიკური პარტიების ინტერესები დგას, მაგრამ ამბობს, რომ ეს გავლენები მას არ ეხება.

საბჭოს წევრს "ქართული ოცნების" კვოტით გიგო ჩხარტიშვილს თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. პროცესებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს საბჭოს კიდევ ერთი წევრი "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით. პროცესი მართულად მიაჩნია და ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობს მესამე სექტორი.

ღამით ქალაქში ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა ტელევიზიის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, უკვე 4 თვეზე მეტია, დირექტორის მოლოდინშია. მრჩეველთა საბჭომ დირექტორის არჩევა 3-ჯერ სცადა, თუმცა ხმების გადანაწილების შედეგად, სამივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 

დღის ამბები