25 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
"გირჩის" წევრები პოლიციაში იმყოფებოდნენ

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი დაბარება საგამოძიებო უწყებაში 2018 წელს ჩატარებულ კანაფის ფესტივალს უკავშირდებოდა.

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა „გირჩის“ დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძეც. შენობიდან გამოსული აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მათი მოსმენა მიმდინარეობდა.

„მე ვიყავი მთავარი ორგანიზატორი ამ ფესტივალის, ფორმალურად იქ ვინც კი რაიმე დანაშაული ჩაიდინა ჩავიდინე მე, შესაბამისად უნდა ვიყო პირველ რიგში მე დაბარებული თუმცა არავის არ დავუბარებივარ, ეს არის დაშინების მცდელობა,“- აცხადებს "გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.

 

დღის ამბები