20 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
კრიმინალური ავტორიტეტის შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მიხელ სააკაშვილის თქმით, ოდესაში ჭიჭიაშვილი სააკაშვილის გარემოცვაზე ინფორმაციას აგროვებდა.

"კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში.
ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე.
ჩემი წყაროს ინფორმაციით ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა,"- წერს სააკაშვილი. 

შოთა ჭიჭიაშვილს საქართველოში ადამიანთა გატაცებებისა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო 22 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წელს, "ქართული ოცნების" ხელუსუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა.

დღის ამბები