19 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს - უკრაინის შს სამინსტრო სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. აყვანის სპეცოპერაციისას ძებნილმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

ის 90-იანი წლებიდან 2004 წლის ჩათვლით ყველა გახმაურებულ გატაცებაში მონაწილეობდა. მათ შორისაა ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, პოლიტიკოსი პეტრე ცისკარიშვილი, ესპანელი ბიზნესმენები და წითელი ჯვრის თანამშრომლები.

ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე დატოვა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა.

დღის ამბები