16 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
20-21 ივნისს დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის, კობა კოშაძისა და  ზვიად კუპრავას  პროცესი საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. არასამთავრობოებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ, პატიმრებს სოლიდარობა  გამოუცხადეს.


20 ივნისის ღამის მოვლენებზე დაკავებულებს 6 წლამდე, თავად ირაკლი ოქრუაშვილს კი 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 225-ე მუხლი, რომლითაც მათ ასამართლებენ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. დღეს ადვოკატის მოთხოვნით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. დაცვის შუამდგომლობას ყველა მხარე დაეთანხმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 2 თვეა პატიმრობაშია. “გამარჯვებული საქართველოს "ლიდერი ბრალს არ აღიარებს, ის არც დღევანდელ სასამართლო პროცესს  დასწრებია. პროცესზე მისი მეუღლე და თანაგუნდელები მივიდნენ.

პარტიის ლიდერის დაკავების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ "გამარჯვებული საქართველოს" წევრები.ისინი თვლიან, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მისი დაცვის წევრის დაკავებით დაიწყო.

კობა კოშაძეს იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლომდე, საქალაქოში კოშაძის პროცესი გაიმართა. ადვოკატმა აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლა მოითხოვა, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღო. დაცვამ არგუმენტად ექსპერტიზის დასკვნა დაასახელა, რომლის მიხედვით, მთავარ ნივთმტკიცებაზე, ცეცხლსასროლ იარაღზე, კოშაძის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

 

დღის ამბები