ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. საკონტინენტთაშორისო რაკეტა Minuteman-ი კალიფორნიის შტატში ვანდენბერგის სამხედრო ბაზიდან გაუშვეს.
რაკეტამ 6 ათას რვაასი კილომეტრი იფრინა და წყნარი ოკეანის წყლებში, მარშალის კუნძულებთან ახლოს ჩავარდა.
ამ რაკეტას შტატები 1970 წლიდან იყენებს. ამერიკა 450 Minuteman სამს ფლობს.