16 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
დაკავებული ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.
 
ოტიაშვილს და მასთან დაკავებულ დედა-შვილს გამოძიება ცრუ დასმენას ედავება. მათ მიერ მიცემული ჩვენებები აცდენილია იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერს, რომელიც გამოძიებამ სავარაუდო კონფლიქტის ადგილიდან ამოიღო.
 
დაკავებული ადვოკატის სისხლის სამართლის საქმეზე "კურიერმა" სხვა ახალი დეტალებიც გაარკვია.
 
ბრალდებული დედა-შვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ყველა ჩვენება რეალობას ასახავს და დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე შესაბამის მტკიცებულებას წარადგენს:
 
"უნდა არსებობდეს პირდაპირი მხილება. პირდაპირი ჩვენება უნდა მიეცა ქალბატონ ნაირას ვინმეს მიმართ დანაშაულში მხილებასთან დაკავშირებით. მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. შესაბამისად, ეს განცხადება, ეს ბრალი ვერ იქნებოდა მის მიმართ წარდგენილი, რადგან ის საქმეში ირიბი მოწმეა." - განაცხადა ოთარ თევზაძემ.
 
დაკავებული ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა-შვილის საქმეზე საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. მათ 4 დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დღის ამბები