20 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
"სექსისტური განცხადებები საერთოდ დამახასიათებელია "ქართული ოცნებისთვის"- ლანა გალდავა


"სექსისტური
განცხადებები საერთოდ დამახასიათებელია "ქართული ოცნებისთვის," - ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ გააკეთა. საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ამბობს, რომ ის მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაში სექსისტურ კონტექსტს ვერ ხედავს.

"სექსისტური განცხადებები საერთოდ დამახასიათებელია "ქართული ოცნებისთვის" და მე ძალიან ბევრი სექსისტური განცხადება მახსოვს და, სხვათა შორის, ქალბატონი მაია ცქიტიშვილსაც, უფრო მეტად არა ეთიკური და შეიძლება ცოტა უტაქტო განცხადებაც ქალბატონ ეკა ბესელიასთან მიმართებაში. ასე რომ მამუკა ხაზარაძეს ბევრად უფრო ნაკლები განცხადება აქვს გაკეთებული და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს იყო სექსისტური განცხადება," - განაცხადა ლანა გალდავამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება დღეს გააკეთა. მისი თქმით, - "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს..."

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები