გორის რაიონში სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა გაქურდეს. ქურდობის შესახებ სკოლის პედაგოგებმა შედარებით მოგვიანებით, მას შემდეგ გაიგეს, რაც კომპიუტერული ლაბორატორია დასჭირდათ.
"კურიერის" ინფორმაციით, ქურდობა სოფელ ფხვენისის სკოლაში გასულ ღამეს მოხდა. წაღებულია 6 კომპიუტერი და 1 ბუკი, ხოლო 2 პროექტორი გამზადებული იყო წასაღებად.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.