25 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
"შმაქსი", ანუ ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი - არაორდინალური სივრცე ევროპულ ღირებულებებზე სასაუბროდ  

"გირჩმა" თავისუფლებასა და ევროპულ ღირებულებებზე სასაუბროდ არაორდინალური სივრცე შეარჩია. "შმაქსი", ანუ ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი, სადაც მგზავრები განათლების მიღებას შეძლებენ, უმუშევრად დარჩენილი ტაქსის მძღოლები კი დასაქმდებიან. საგანმანათლებლო ფუნქციით დატვირთული ტაქსების კოლონა დღეს წიწამურიდან თბილისამდე მსვლელობით ჩამოვიდა.

ტაქსის მძღოლების ნაწილი ახალი რეგულაციების გამო უკმაყოფილოა. შიშობენ, რომ კალაძის გადაწყვეტილება მათ უმუშევრად დატოვებს.

მოქალაქეები, ვინც ტაქსებით ყოველდღიურად გადაადგილდებიან, ამბობენ, რომ დედაქალაქის მერიის ახალი რეგულაცია მათ ჯიბეზე უკვე აისახა, ნაწილისთვის ცვლილებები მისაღებია.

ტაქსების რეგულაცია დღეს ყოფილ თანაგუნდელებს შორის მორიგი დაპირისპირებისა და კამათის თემა გახდა პარლამენტში. ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ინიციატივის მოპარვაში დაადანაშაულა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა თქვა, რომ პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული მძღოლებისთვის ერთჯერადი ამნისტიის გამოცემის მოთხოვნით პრემიერს პირველმა მან მიმართა.

დედაქალაქის მერი ადასტურებს, რომ რეგულაციების ამოქმედებამ ტაქსით მგზავრობა გააძვირა. კახი კალაძის განცხადებით, ტაქსებთან დაკავშირებულ რეფორმაზე მუშაობა გრძელდება და ვითარება დარეგულირდება.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები