24 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - აქტივისტებმა ევროსაბჭოში რუსი დეპუტატის გამოსვლისას საქართველოს და უკრაინის დროშები გამოფინეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართველმა, უკრაინელმა და პოლონელმა აქტივისტებმა სესიის დარბაზში საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქტივისტებმა საქართველოს, უკრაინისა და ყირიმელი თათრების დროშები მაშინ გამოფინეს, როდესაც სესიაზე რუსი დეპუტატი პეტრე ტოლსტოი სიტყვით გამოდიოდა. გამოხატვის ამ ფორმით აქტივისტებმა ევროპარლამენტში რუსული დელეგაციის დაბრუნება გააპროტესტეს.

ასამბლეა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და მოსკოვში აქციების დარბევის შესახებ მსჯელობდა. აქტივისტები რუსი დეპუტატის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია. დაცვამ აქტივისტებს დარბაზი და შემდეგ უკვე შენობა დაატოვებინა.

დღის ამბები