25 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება

დღეიდან პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება. ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. მათი შეფასებით,  ბიუჯეტის ზრდა და ხელფასების მატება შიდა და გარე ვალების ხარჯზე ხდება, რაც კიდევ ერთხელ იმოქმედებს ლარის კურსის ცვლილებაზე. მათი განმარტებით, ხელფასების და პენსიის ზრდა ამ ეტაპზე სარგებელს ვერ მოიტანს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ხალხზეა მორგებული და ვალების აღება ერთ-ერთი მიღებული გზაა უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

უკვე ცნობილია, რომ 2020 წლის ბიუჯეტს ოპოზიციისგან მხარდაჭერა არ ექნება.

"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ასეთი ბიუჯეტი ხალხის გაღარიბებას შეუწყობს ხელს, რადგან დაგეგმილია ვალების უყაირათო აღება, ბიუროკრატიის ზრდა, ამიტომ მისი განცხადებით, ევროპული საქართველო ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტით დაგეგმილია ქვეყნის ვალის ზრდა, რაც კიდევ უფრო მეტად გააუფასურებს ლარს გაზრდის ფასებს.  გოცირიძის თქმით, ხელისუფლების საუბარი იმაზე რომ ამ ბიუჯეტით ადამიანებს შემოსავალი ეზრდებათ სიცრუეა, რადგან ინფლაციის გამო მათი შემოსავლის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად მცირდება.

რომან კაკულიას თქმით, შიდა ვალის აღება საუკეთესო ნაბიჯი არაა, თუმცა საჭიროა იმისთვის, რომ ცუდი შედეგები იქნას თავიდან აცილებული. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხელისუფლება ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოების წინა ხაზზე არიან.

დღის ამბები