25 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
პირს, რომელმაც ელდარ ივანელაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - რას ყვებიან ახლობლები

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ "რუსთავი 2"-მა ახალი დეტალები გაარკვია.

როგორც მოკლული 70 წლის ელდარ ივანელაშვილის მეგობრები "კურიერთან" საუბარში ყვებიან, 67 წლის კაცს, რომელმაც ივანელაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ახლობლებს მკვლელობის ზუსტ მიზეზზე საუბარი უჭირთ, თუმცა, ვარაუდობენ რომ მომხდარი შესაძლოა წლების წინ მხარეებს შორის არებულ კონფლიქტს უკავშირდება, რა დროსაც შოთა დარბაისელმა ელდარ ივანელაშვილის დანით მოკვლა სცადა.

შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, დღის პირველ ნახევარში კი, ხორცის მაღაზიაში მივიდა და ივანელაშვილს ფული სთხოვა.

"მეზობლები იყვნენ, მათ შორის კონფლიქტი არ გვსმენია, თუმცა იყო დაახლოებით 20-25 წლის წინ, მათ შორის უთანხმოება, რა დროსაც დარბაისელმა ივანელაშვილისთვის დანის დარტყმა სცადა. მას შემდეგ მაღაზიაშიც მიდიოდა ხოლმე მაგრამ უთანხმოება არ მოსვლიათ. როგორც ვიცით დღესაც მისულა და ფული უთხოვია 2 ლარი მომეციო ტყვიები უნდა ვიყიდოვო, ამას ხუმრობა ჰგონებია და მიუცია. ამის შემდეგ მალევე მივიდა მუცელში ესროლა. თვითონ კი თავი მოიკლა" - ყვებიან გარდაცვლილების ახლობლები.

"სხვა მიზეზი არ ვიცი, ცოტა ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა და შესაძლოა ამიტომ მოკლა. ყველა გაოგნებულები ვართ. თვითონ ელდარის შვილი და 2 სიძე ჰყავს მკვდარი," - აცხადებენ მოკლულის მეგობრები.

დღეს, საგარეჯოს ცენტრში 67 წლის კაცმა, 70 წლის კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები