20 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრა სცადეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯანდაცვის სამინისტროში. დევნილებმა, რომლებიც მე-19 დღეა უწყების ფოიეს არ ტოვებენ და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, სამინისტროში შეჭრა სცადეს.

დევნილების პრეტენზიებთან დაკავშირებით "კურიერი" მინისტრის მოადგილეს ესაუბრა. გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად უკვე მუშაობს სპეციალური კომისია და ეს იქ მყოფმა ადამიანებმა იციან. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ეჭვობს, პროტესტი, რომელიც უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს, მართულია.

ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილების თქმით, მინისტრის მოადგილე იტყუება და მათ ამ დრომდე არავისგან მიუღიათ კონკრეტული პასუხი, დაკმაყოფილდებიან თუ არა საცხოვრებელი ფართით. ისინი ქუჩაში არიან დარჩენილნი.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

დღის ამბები