19 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
ჰონგ კონგში არეულობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება პარალიზებულია

ჰონგ კონგში არეულობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება პარალიზებულია. არ მუშაობს მეტრო. მთავრობამ სადგურების დახურვის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც აქციის მონაწილეებმა სატრანსპორტო საშუალებისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს.

ჰონგ კონგში მხოლოდ აეროპორტი ფუნქციონირებს. დახურულია მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. მასობრივი პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობამ აქციებზე პირბადეების გამოყენება აკრძალა.

დღის ამბები