25 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
საქართველო გია ყანჩელს დაემშვიდობა - საზოგადოებამ მაესტრო ყვითელი ფოთლებით გააცილა

გია ყანჩელს დღეს დიდხანს ემშვიდობებოდნენ. ლეგენდარულ კომპოზიტორს უკანასკნელ გზაზე თეატრის, კინოს, მუსიკის ცნობილი და დამსახურებული ადამიანების, უბრალო მოქალაქეების გრძელი რიგი მიაცილებდა.

იმ თეატრიდან, სადაც 44 წლის წინ მაყურებელმა პირველად მოისმინა "კავკასიური ცარცის წრისთვის" შექმნილი მუსიკა, გია ყანჩელი დღეს აპლოდისმენტებით გააცილეს. რუსთაველის თეატრში სიმბოლურად ყვითელი ფოთლები მოიტანეს, გარეთ კი "ის აქ არის" ისმოდა.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიოს კინომუსიკის საუკეთესო კომპოზიტორთა სამეულის ქართველი წარმომადგენელი  დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

დღის ამბები