19 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
იმერეთში მომხდარი სავარაუდო თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ახლობლები კომპიუტერულ თამაშს განიხილავენ

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში არასრულწლოვანმა სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. 17 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში განიხილება.

თვითმკვლელობამდე ის ტელეფონში თამაშობდა, რის შემდეგაც სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის მამა აკაკი ივანაშვილი სასულიერო პირია, ის ჭორვილაში, ტაძარში, მოძღვარია. გარდაცვლილი კი რამდენიმე წელი სტიქაროსანი იყო და ჭორვილაში, სასულიერო სემინარიაში, სწავლობდა.  

მეზობლები და მეგობრები მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არც ოჯახში და არც მეგობრებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონია. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები