20 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები განაახლეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შვედეთში განაახლეს. დელეგაციები ერთმანეთს კუნძულ ლიდინგეზე შეხვდნენ.

ვიეტნამის წარუმატებელი სამიტის შემდეგ მხარეებს შორის ეს პირველი სამუშაო შეხვედრაა. სამუშაო შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მორიგი შეხვედრის დანიშვნა.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფხენიანმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. 

დღის ამბები