20 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
"ქვეყნის იმიჯს ის ადამიანი ლახავდა, ვინც დემოკრატიაზე საუბრობდა და საქმით სხვას აკეთებდა " - რომან კაკულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდი ეხმაურება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ ქვეყნის ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იხსენებს და მისი სიტყვისა და საქმის ერთმანეთთან აცდენაზე საუბრობს. 

"გარკვეული მოსაზრებები, გარკვეული მისი შეხედულებები, შესაძლებელია, არ იყოს მთლად თანხვედრაში თუნდაც ჩემს პოზიციასთან, მაგრამ ეს არ არის საფუძველი იმისი, რომ ნეგატიურ კონტექსტში შევაფასო ან პრეზიდენტი, ან ის ხარჯები, რომელიც მისი ადმინისტრაციის მიმართ გაკეთდა.

"[ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ოპოზიციის საუბარი] გაზვიადებულია ნამდვილად, იმიჯს თუ ვინმე ულახავდა [ქვეყანას] ულახავდა ის ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ, დემოკრატიაზე საუბრობდა და, მეორე მხრივ, ამის აბსოლუტურად საწინააღმდეგო ქმედებებს აკეთებდა. სიტყვისა და საქმის ერთმანეთისგან გაორებაზე მეტი ავტორიტეტის შემლახავი არაფერი არ არსებობს ზოგადად,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით იზრდება. ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციას დამატებით 2 მილიონ 200 ათასი ლარი ვიზიტებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები