23 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
აზიური ფაროსანა სამეგრელოში ისევ გამოჩნდა

აზიური ფაროსანა სამეგრელოში ისევ გამოჩნდა. მავნებელი მწერი ხობის მუნიციპალიტეტსა და პატარა ფოთს შეესია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მწერი თხილის და ხურმის ბაღებს ანადგურებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ხეხილის ბაღების გარდა ფაროსანა სამეგრელოს მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსაც მოედო. ხობისა და პატარა ფოთის მოსახლეობა შესაბამისი უწყებისგან ეფექტურ დახმარებას დროულად ითხოვს. 

სურსათის ეროვნული სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მავნებელის 90 % განადგურებულია და ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები