20 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
შტაინმაიერის ვიზიტის არაოფიციალური მხარე

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოშია. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი თბილისს მეუღლესთან ერთად, პრეზიდენტის სტატუსით პირველად სტუმრობს. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გერმანული დელეგაცია არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში შტაინმაიერი გერმანიაში საქართველოს ელჩთან ერთად თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე იმყოფება.

შეგახსენებთ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხვალ დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრა, ასევე მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში. გაკეთდება განცხადებები მედიისთვის.

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს  პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კათოლიკოს-პატრიარქს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

დღის ამბები