19 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
მინიმალურ ხელფასს კანონი უნდა არეგულირებდეს - ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტი მინიმალური ხელფასის კანონზე დაიწყებს მსჯელობას. ინიციატივა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ნაცვლიშვილის განმარტებით, აუცილებელია მინიმალური ხელფასი განისაზღვრებოდეს კანონით და საარსებო მინიმუმთან იყოს თანხვედრაში.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე განსაზღვრული საარსებო მინიმუმი მანიპულირებაა, რათა სახელმწიფომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თვალი არ გაუსწოროს.

"ვარეგისტრირებთ მინიმალური ხელფასის კანონს, სადაც ეს მოსაზრებები იქნება ასახული. ამის შემდეგ კი ვიბრძოლებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხელფასი მაინც იყოს საარსებო მინიმუმი. არ შეიძლება, რომ ადამიანები მთლიან განაკვეთზე მუშაობდნენ და მათ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდეთ,"- განმარტავს ბექა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები