24 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
იტალიაში კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად 9 მიგრანტი დაიღუპა

იტალიაში, კუნძულ ლამპედუზასთან, ნავის ჩაძირვის შედეგად 9 მიგრანტი დაიღუპა.

ნავს ათობით აფრიკელი მგზავრი გადაჰყავდა. მაშველებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ნავის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა გახდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მიმდინარე წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები