25 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი - შტაინმაიერს საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების გეგმა არ ჩამოუტანია

გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და მოლოდინი, რომელიც არ გამართლდა - შტაინმაიერს საქართველოში, უკრაინისგან განსხვავებით, კონფლიქტის დარეგულირების გეგმა არ ჩამოუტანია. სალომე ზურაბიშვილს კი სჯერა, რომ წარმატების მთავარი ფორმულა პარტნიორებს შორის მხარდაჭერის შენარჩუნებაა.

პრაქტიკულ მხარდაჭერაზე იყო საუბარი პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. ეკონომიკა, განათლება, კულტურა - ეს ის სფეროებია, რომლებშიც გერმანია ჩვენს ქვეყანას თანამშრომლობას სთავაზობს.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის გარდა, ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებასა და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე იყო საუბარი საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, შტაინმაიერს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

შტაინმაიერი დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდა. გერმანიის პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, დაესწრო ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმს. ხვალ ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან ჩავა. 

დღის ამბები