25 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება - დეპუტატების მწვავე შეკითხვებს მაია ვაჩაძე პასუხობდა 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მაია ვაჩაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევდა. მაია ვაჩაძეს დღეს თავად არ უთქვამს, თუმცა მალევე შეახსენეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე იუსტიციის სამინისტროს პროპაგანდის განყოფილებაში მუშაობდა. საბჭოთა წარსული დღევანდელ მოსმენაზე შედარებით მსუბუქი საკითხი იყო. 

როგორია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კანდიდატის წარმოდგენა - მაია ვაჩაძის პასუხმა დეპუტატები ვერ დააკმაყოფილა. მათი ნაწილი კანდიდატის მხარდაჭერასაც არ აპირებს.

ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, "რუსთავი 2-ის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, მუსლიმ და ქართველ მორწმუნეებს შორის ბათუმში წლების წინ მომხდარი კონფლიქტის საქმე - დღეს დეპუტატებმა მაია ვაჩაძისგან არაერთ გახმაურებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება მოითხოვეს.

მაია ვაჩაძე რიგით მეექვსე კანდიდატი იყო, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა და უვადოდ განწესებისთვის დეპუტატების ნდობის მოპოვება სცადა.  

დღის ამბები