ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გამართავს, რომლებშიც მონაწილეობას 37 ათასი სამხედრო მიიღებს.
ამერიკიდან ევროპაში სამხედრო აღჭურვილობას თებერვალში ჩაიტანენ, უშუალოდ წვრთნები კი აპრილსა და მაისში ჩატარდება.
მასშტაბური სამხედრო წვრთნა ევროპის 10 ქვეყანაში დაიწყება, თუმცა სამხედრო მომზადების ძირითადი ნაწილი გერმანიასა და პოლონეთშია დაგეგმილი.